"ბაიერნის" 3 ფეხბურთელი, რომელმაც 2020 წელს ყველაზე დიდი პროგრესი განიცადა

"ბაიერნის" 3 ფეხბურთელი, რომელმაც 2020 წელს ყველაზე დიდი პროგრესი განიცადა

2020 წელი მიუნხენის "ბაიერნის" ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა. გუნდმა ყველა შესაძლო ტიტული მოიგო და მთელი წლის მანძილზე მხოლოდ 1 მატჩში დამარცხდა.

ჰანს ფლიკის ხელში გუნდის არაერთმა ფეხბურთელმა განიცადა, მათ შორის კი 3 მოთამაშე გახლავთ გამორჩეული.

პირველ რიგში აღსანიშნავია ჟერომ ბოატენგის პროგრესი. 2019/20 წლების სტარტზე ვეტერან მცველს სათამაშო დრო არ ეძლეოდა. მისი წასვლა, ფაქტობრივად, გარდაუვალი იყო, თუმცა, ჰანს ფლიკის მოსვლის შემდეგ ჟერომმა ძირითადში ადგილი დაიბრუნა და შეიძლება ითქვას, რომ მეორე სუნთქვაც გაეხსნა. 32 წლის მცველმა ახალგაზრდობა გაიხსენა და ბევრ კრიტიკოსს აზრი შეაცვლევინა. ბოას მიმდინარე სეზონში უკვე 17 მატჩი აქვს ჩატარებული ყველა ტურნირზე, რაც დავიდ ალაბას შემდეგ "ბაიერნის" მცველებს შორის საუკეთესო შედეგია.

დაახლოებით მსგავსი სიტუაცია გახლავთ თომას მიულერის შემთხვევაშიც. ნიკო კოვაჩი "ბაიერნის" მამოძრავებელ ძალას არ ენდობოდა და სათამაშო დროს არ აძლევდა. თავად თომასმაც განაცხადა, რომ ამ პერიოდში სერიოზულად ფიქრობდა გუნდიდან წასვლაზე. მაგრამ, ფლიკის მოსვლის შემდეგ იმდენად გაიზარდა მისი როლი გუნდში, რომ დღევანდელი "ბაიერნის" წარმოდგენა მიულერის გარეშე შეუძლებელია. ამ სეზონში თომასმა ყველაზე მეტი, 22 მატჩი ჩაატარა რაც თავისთავად მეტყველებს მის მნიშვნელობაზე გუნდისთვის.

და ბოლოს, არ შეიძლება გამოგვრჩეს კინგსლი კომანის პროგრესი. ახალგაზრდა ფრანგი მე-6 სეზონს ატარებს "რეკორდმაისტერში", თუმცა მხოლოდ ახლაღა მოახერხა ეჩვენებინა საკუთარი შესაძლებლობები. მისი პროგრესი გაცილებით აშკარა პანდემიის შემდეგ გახდა, როდესაც ლომის წილი დაიდო მან ჩემპიონთა ლიგის მოგებაში და გადამწყვეტი გოლის ავტორიც გახდა. კინგსლი თამაშიდან თამაშამდე საოცრად უმატებს და ლეროი სანეს, ფაქტობრივად, შანსს არ აძლევს ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრების. ფეხბურთელი, რომელსაც 2020 წლამდე ტრავმები ხშირად სტანჯავდა და სათამაშო დროც მცირედით ეძლეოდა, დღეს-დღეისობით მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ იქცა საკუთარ პოზიციაზე.


23-12-2020, 18:25
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 39 7 32 0
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 12 2 10 0
3
ლეროი სანე
გოლი: 9 1 8 0
4
მატის ტელი
გოლი: 8 2 5 1
5
კინგსლი კომანი
გოლი: 5 2 3 0
1
ლეროი სანე
ასისტი: 12 1 11 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 10 3 7 0
3
ტომას მიულერი
ასისტი: 8 1 7 0
4
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 2 6 1
5
ლეონ გორეცკა
ასისტი: 8 1 6 1
1
ლეონ გორეცკა
5 0 2 3 0
2
ლეროი სანე
5 0 1 4 0
3
დე ლიხტი
5 0 0 5 0
4
ალექსანდარ პავლოვიჩი
5 0 0 5 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 2 1 3 0