მიუნხენური კლუბის გენერალური დირექტორი, კარლ-ჰაინც რუმენიგე, ფრანკ რიბერის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა.
"ფრანკი და არიენი - დიდებული ფეხბურთელები არიან."ბაიერნი" ორივე მათგანის ძალიან მადლიერია, ჩვენ მათ დიდებულ და ემოციურ გაცილებას მოვუწყობთ.
რობენი და რიბერი "ბაიერნის" ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი ათწლეულის მთავარი ფიგურები იყვნენ", - განაცხადა კალემ.
არიენ რობენის შემდეგ დღეს ფრანკ რიბერიმაც განაცხადა, რომ მიმდინარე სეზონი "ბაიერნის" მაისურით მისთვის ბოლოა.
ფრანკ რიბერი მიუხნენურ გრანდს 2007 წელს შეუერთდა, ხოლო არიენ რობენი - 2009 წელს.