3 ფეხბურთელი, რომელიც "ბაიერნმა" ზამთარში უნდა შეიძინოს

3 ფეხბურთელი, რომელიც "ბაიერნმა" ზამთარში უნდა შეიძინოს

მიუნხენის "ბაიერნი" 2020 წელს შეუჩერებელ მანქანად იქცა. გუნდმა მთელი წლის განმავლობაში მხოლოდ 1 მატჩი წააგო და არაერთი რეკორდი დაამყარა.

თუმცა, როგორც ყველა მანქანას, "რეკორდმაისტერსაც" სჭირდება დროდადრო განახლება. თანაც, ეს იმის ფონზე, რომ მიმდინარე სეზონში ზედმეტად გადატვირთული კალენდარია და ამის ფონზე ტრავმებიც ხშირია.

გთავაზობთ 3 ფეხბურთელს, რომლებიც ჩვენი აზრით კლუბმა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს უნდა დაიმატოს.

პირველ რიგში ეს ივან პერიშიჩია. ვეტერანი ხორვატი "ბაიერნში" გასულ წელს იჯარით გამოდიოდა, და საკმაოდ წარმატებითაც, თუმცა, მისი მაღალი გამოსასყიდი ფასის გამო კვლავ "ინტერში" დააბრუნეს. პერიშიჩმა გასულ სეზონში აჩვენა, რომ მაღალ დონეზე თამაში ჯერ კიდევ შეუძლია და გაჭირვების დროს ნახევარდაცვის ხაზში საჭირო დროს საჭირო ადგილზე ითამაშებს.

კიდევ ერთი ვარიანტი ტომას ლემარია. "ბაიერნს" ნახევარდაცვის შეტევით ხაზში თომას მიულერის ჩამნაცვლებელი, ფაქტობრივად, არ ჰყავს. ფრანგი შემტევი კი სწორედ იმ ტიპის ფეხბურთელია, რომელსაც შეუძლია კრეატივის შემოტანა. ლემარი იდეალურ სეზონს არ ატარებს, თუმცა, იგი ჯერ კიდევ მიიჩნევა დიდ ტალანტად და ვფიქრობთ, ფლიკის ხელში შეუძლია წარმოაჩინოს თავისი შესაძლებლობები. თანაც ამჟამინდელი ფორმის გათვალისწინებით მისი ფასი არცთუ მაღალი იქნება.

შემდეგი ვარიანტი კვლავ ნახევარდაცვიდანაა. ეს გახლავთ ტომას სოუჩეკი, რომელიც "ვესტ ჰემში" საოცარ სეზონს ატარებს. შეიძლება ბევრმა იფიქროს, რომ "ბაიერნს" ისედაც ბევრი ნახევარმცველი ჰყავს, თუმცა, იოზუა კიმიხის ტრავმამ ყველას აჩვენა, რომ გუნდს საყრდენ ზონაში ახალი სისხლი ესაჭიროება. 25 წლის ჩეხი გარდა დაცვითი ფუნქციების იდეალურად შესრულებისა, ასევე კრეატიულობითა და ზუსტი, გრძელი გადაცემებითაც გამოირჩევა, რაც სწორედ "რეკორდმაისტერის" სტილია.


25-12-2020, 22:24
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 40 7 33 0
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 12 2 10 0
3
ლეროი სანე
გოლი: 9 1 8 0
4
მატის ტელი
გოლი: 9 2 6 1
5
თომას მიულერი
გოლი: 7 1 5 1
1
ლეროი სანე
ასისტი: 12 1 11 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 11 3 8 0
3
ტომას მიულერი
ასისტი: 8 1 7 0
4
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 2 6 1
5
ლეონ გორეცკა
ასისტი: 9 1 7 1
1
ლეონ გორეცკა
5 0 2 3 0
2
ლეროი სანე
5 0 1 4 0
3
დე ლიხტი
5 0 0 5 0
4
ალექსანდარ პავლოვიჩი
5 0 0 5 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 2 1 3 0