მიუნხენის "ბაიერნი" გერმანიის ბუნდესლიგის მომდევნო ტურში "მაინცს" დაუპირისპირდება. შეხვედრა კვირას, 3 იანვარს გაიმართება.
გერმანული გამოცემების ინფორმაციით, ამ მატჩში "რეკორდმაისტერის" დახმარებას ვერ მოახერხებს კინგსლი კომანი.
წყაროს ცნობით, ფრანგმა ვინგერმა დღეს ინდივიდუალური ვარჯიში ჩაატარა, თუმცა, მატჩში მონაწილეობის მისაღებად ჯერ სრულიად მზად არ არის. დიდი ალბათობით, კომანს 8 იანვარს, "გლადბახის" წინააღმდეგ ვიხილავთ.
შეგახსენებთ, რომ ფრანგმა დაზიანება 2020 წლის ბოლო მატჩში, "ლევერკუზენის" წინააღმდეგ მიიღო და ზამთრის პაუზის წყალობით მას თამაშების გამოტოვება არ მოუწია.