მიუნხენის "ბაიერნი" ძალიან ახლოს არის კონტრაქტი გაახანგრძლივოს გუნდის მნიშვნელოვან ფეხბურთელ ლეონ გორეცკასთან.
იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს მტკიცებით, მხარეებს შორის შეთანხმება უკვე შედგა და ის იანვრის თვეში გაოფიციალურდება.
წყაროს ცნობით, ნახევარმცველი კლუბთან 2026 წლამდე მოაწერს ხელს. თუმცა, ამ დროისთვის უცნობია ხელფასის ოდენობა.
შეგახსენებთ, რომ გორეცკა "ბაიერნის" რიგებში 2018 წლიდან ირიცხება.