გერმანიის ბუნდესლიგის მე-15 ტურში მიუნხენის "ბაიერნი" გლადბახის "ბორუსიას" ესტუმრება.
გთავაზობთ "რეკორდმაისტერის" სავარაუდო შემადგენლობას მომავალი დაპირისპირებისთვის.
ნოიერი - კიმიხი, ზულე, ალაბა, დეივისი - გორეცკა, ტოლისო - სანე, მიულერი, კომანი - ლევანდოვსკი.
გუნდს 8 იანვრის დაპირისპირებაში ვერ დაეხმარება ტანგე ნიანზოუ. ასევე საეჭვოა სერჟ გნაბრის თამაშიც, რომელსაც წინა მატჩში ტრავმის მიღების შემდეგ ვარჯიში არ განუახლებია.