მიუნხენის "ბაიერნის" ლიდერმა, რობერტ ლევანდოვსკიმ დორტმუნდის "ბორუსიაში" გატარებული პერიოდი გაიხსენა.
"როდესაც დორტმუნდში გადავედი, მაშინ გერმანულად საუბარი არ ვიცოდი. მხოლოდ 1 სიტყვა ვიცოდი, მადლობა."
"კლოპს ჩემში მოტივაციის გაზრდა სურდა. ერთ დღესაც მოვიდა და ასეთი სანაძლეო დამიდო: თუ ვარჯიშზე 10 გოლს გავიტანდი, 50 ევრო უნდა მოეცა, თუ ვერა, პირიქით, მე ვაძლევდი."
"თავდაპირველად ბევრს ვხალისობდით, თუმცა, თითქმის ყოველ კვირაში გამარჯვებული მე გამოვდიოდი და ფულსაც ვიღებდი."
"რამდენიმე კვირის შემდეგ მოვიდა და მითხრა: "საკმარისია, შენ უკვე სრულიად მზად ხარ." - იხსენებს ლევანდოვსკი.