ევროპული გამოცემების ინფორმაციით, მიუნხენის "ბაიერნი" რობერტ ლევანდოვსკის შემცვლელს აქტიურად ეძებს.
პოლონელ ფორვარდს აგვისტოში 33 წელი შეუსრულდება და როგორც ჩანს, "რეკორდმაისტერში" უკვე სერიოზულად განიხილავენ ახალგაზრდა თავდამსხმელის მოყვანას.
წყაროს ცნობით, ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი გლაზგოს "რეინჯერსის" შემტევი, ალფრედო მორელოსია.
24 წლის თავდამსხმელი შოტლანდიაში მეოთხე სეზონს ატარებს და იგი მუდმივად პროგრესირებს. სწორედ ამის წყალობით მან "ბაიერნის" ყურადღებაც მიიპყრო.
როგორც ცნობილია, კოლუმბიელი ფეხბურთელის ღირებულება 18 მილიონი ფუნტია და "ბაიერნს" სწორედ ამ თანხის გადახდა მოუწევს მორელოსის სანაცვლოდ.