მიუნხენის "ბაიერნის" რადარზე კატალონიის "ბარსელონას" ამომავალი ვარსკვლავი, უსმან დემბელე გამოჩნდა.
ესპანური გამოცემა Sport-ის ინფორმაციით, "რეკორდმაისტერი" აქტიურად აკვირდება ახალგაზრდა ვინგერის ირგვლივ არსებულ სიტუაციას და არ არის გამორიცხული, სულ მალე მასთან მოლაპარაკებები დაიწყოს.
ფრანგ ფეხბურთელს "ბლაუგრანასთან" კონტრაქტი 2022 წელს ეწურება და არცერთი მხარე ჯერ-ჯერობით მის გახანგრძლივებას არ ჩქარობს. იმ შემთხვევაში, თუ ყველაფერი ასე გაგრძელდა, კლუბს მისი გაყიდვა ზაფხულშივე მოუწევს.
შეგახსენებთ, რომ დემბელეს გერმანიის ბუნდესლიგაში თამაშის გამოცდილება აქვს. "ბარსელონაში" გადასვლამდე ის დორტმუნდის "ბორუსიას" ღირსებას იცავდა.