მიუნხენის "ბაიერნის" 2 ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია პრესასთან ჰანს ფლიკმა გააჟღერა.
"ხავი მარტინესსა და ლეონ გორეცკას Covid 19 დაუდგინდათ. ისინი გარკვეული დროის განმავლობაში ვერ შეძლებენ ჩვენს დახმარებას."
"ორივე ფეხბურთელი თავს კარგად გრძნობს და კარანტინში არიან გადაყვანილები." - აცხადებს ფლიკი.