"ჰოფენჰაიმის" დამარცხების შემდეგ მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმა პრესასთან ისაუბრა.
"ორივე გუნდს გამარჯვება სწყუროდა. მანუმ ორი შესანიშნავი სეივი შემოგვთავაზა. კარგი შეხვედრა ჩავატარეთ და ვერ მოგების შემთხვევაშიც კმაყოფილი ვიქნებოდი ჩემი ფეხბურთელების გამოსვლით."
"ორი მარცხის შემდეგ ზედიზედ 4 გამარჯვება მოვიპოვეთ და 12 მნიშვნელოვანი ქულა ავიღეთ. რთული სეზონის ფონზე ძალიან ბრწყინვალე შედეგია."
"როკამ კარგი შეხვედრა ჩაატარა. მისთვის მნიშვნელოვანია ნებისმიერი გატარებული წუთი მინდორზე. მარკი ბურთს კარგად ფლობს." - აცხადებს ფლიკი.