მიუნხენის "ბაიერნმა" გუნდის ფრანგი ნახევარმცველი, კორენტინ ტოლისო დასაჯა.
კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, ახალგაზრდა ფეხბურთელმა კორონავირუსის დაცვის წესები დაარღვია. ამის გამო ტოლისო მიმდინარე კვირაში გასამართ ვარჯიშებში მონაწილეობას არ მიიღებს.
"ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ კორონავირუსისგან გამოწვეული სიტუაციის მიუხედავად ვახერხებთ მატჩების ჩატარებას, ამიტომაც საჭიროა, რომ ყველამ დაიცვას მისი წესები."
"კორენტინმა ხსენებული წესები დაარღვია. მსგავსი ქმედება ძალიან გამაღიზიანებელია და შეუძლებელია ეპატიოს ვინმეს." - აცხადებს რუმენიგე.
გარდა დასჯისა, ფეხბურთელი ასევე ერთი კვირის ხელფასით დაჯარიმდა.