საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხთან საუბრის დროს ხვიჩა კვარაცხელიას აგენტმა, მამუკა ჯუღელმა ფეხბურთელისადმი სხვადასხვა გრანდების ინტერესი დაადასტურა.
"კვარაცხელიას არაერთი ევროპული გუნდი იწვევს, მათ შორის არიან "ინტერი", "იუვენტუსი", "მილანი" და "დორტმუნდი". ყველა ეს ვარიანტი რეალურია და არცერთი არ გახლავთ ჭორი."
"ახლა მსოფლიოს საკვალიფიკაციო შესარჩევზე ხვიჩას უფრო აქტიურად დააკვირდებიან."
"თუმცა, ასევე არ არის გამორიცხული, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდეც წაიყვანონ კვარაცხელია. მთავარია, "რუბინმა" სასურველი შეთავაზება მიიღოს." - აცხადებს ჯუღელი.