ფრანგული "პსჟს" ლიდერმა, ნეიმარ ჯუნიორმა მიუნხენის "ბაიერნთან" განცდილი მარცხი გაიხსენა.
"ეს ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მოგონებაა ჩემს კარიერაში. ძალიან მსურდა თასის საფრანგეთში ჩატანა. ფინალური მატჩის შემდეგ ვტიროდი."
"სამწუხაროდ, ტიტულის მოსაგებად საკმარისად კარგად ვერ ვითამაშეთ. თუმცა, მომავალში აუცილებლად კვლავ მოგვეცემა ამის შანსი." - აცხადებს ნეიმარი.
შეგახსენებთ, რომ 2019/20 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალი "რეკორდმაისტერის" გამარჯვებით, 1:0 დასრულდა.