ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს აქტიურად იწერებოდა იმის შესახებ, თუ სად გააგრძელებს კარიერას იოზუა ზირკზე.
19 წლის თავდამსხმელმა პრესასთან საუბრის დროს მომავალი კლუბის ვინაობა ოფიციალურად გააჟღერა.
"გარკვეული დრო დასჭირდა ტრანსფერის შეთანხმებას, მაგრამ, საბოლოოდ დასრულდა. ვფიქრობ, "პარმაში" მომეცემა შანსი განვვითარდე და დავეხმარო კლუბს წარმატების მიღწევაში." - აცხადებს ზირკზე.
როგორც ცნობილია, იტალიის სერია ა-ს ბინადარი კლუბი ახალგაზრდა ფორვარდს 6-თვიანი იჯარით იმატებს, გამოსყიდვის უფლებით.