მიუნხენის "ბაიერნის" დირექტორთა საბჭოს წევრმა, ოლივერ კანმა სერხიო რამოსის შესაძლო ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა.
"რა თქმა უნდა, სეზონის ბოლოს დავიდ ალაბას ჩამნაცვლებელის პოვნა დაგვჭირდება, თუმცა, ამ თემაზე დიდად არ ვღელავ. ჩვენ კარგი მცველები გვყავს."
"რამოსის ტრანსფერი? როგორც ფეხბურთელი, ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი, თუ მასთან ერთად ვითამაშებდი. თუმცა, ამ ეტაპზე მსგავსი არაფერი იგეგმება." - აცხადებს კანი.
შეგახსენებთ, რომ ესპანელ მცველს "რეალთან" კონტრაქტი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ეწურება.