მიუნხენის "ბაიერნის" დირექტორთა საბჭოს წევრმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ "ბარსელონას" ფინანსურ კრიზისზე ისაუბრა.
"როდესაც "ბარსელონას" ვალის ოდენობა გავიგე, ამ დროს ვსაუზმობდი და კინაღამ დავიხრჩვე."
"თუ "ბაიერნსაც" ექნებოდა მსგავსი რაოდენობის ვალი, მშვიდად დაძინებას ნამდვილად ვერ მოვახერხებდი. თუმცა, საბედნიეროდ ასეთი რამ არ მოხდება."
"ბარსელონას დონის კლუბი ასე მარტივად არ ჩაიძირება ვალების გამო. თუმცა, ცუდია, როდესაც ასეთი დონის გუნდს ფინანსური კრიზისი აქვს." - აცხადებს რუმენიგე.