ჯამალ მუსიალას გადასაბირებლად საფეხბურთო კლუბების გარდა ასევე ნაკრებებიც იბრძვიან.
მოგეხსენებათ, ამ მომენტში ახალგაზრდა ფეხბურთელს როგორც ინგლისის, ასევე გერმანიის ეროვნულ გუნდში თამაშის უფლება აქვს და შესაბამისად, ორივე ნაკრები ცდილობს მის დარწმუნებას.
ამ დუელში დადებითი ქულები ჩაიწერა ბუნდესნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, იოახიმ ლიოვმა.
60 წლის სპეციალისტი მიუნხენში პირადად ესტუმრა მუსიალას და პირადად ესაუბრა. გარდა ამისა, დაესწრო "ბაიერნის" მატჩს და საჯაროდ შეაქო ამომავალი ვარსკვლავი.
მუსიალა საბოლოო გადაწყვეტილებას მარტში, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყებამდე მიიღებს.