"ბაიერნისა" და "დორტმუნდის" შეხვედრის შემდეგ სტუმართა კაპიტანმა, მარკო როისმა განაცხადა, რომ მესამე გოლის ეპიზოდში მთავარ არბიტრს თამაში უნდა შეეჩერებინა.
თუმცა, განსხვავებული პოზიცია აქვს ბორუსიელთა ნახევარმცველს, ემრე ჯანს, რომელიც ამ ეპიზოდში მონაწილეობდა.
"ჯარიმა სანეზე? არ ვიცი ამაზე რა გიპასუხოთ. შეეძლო მსაჯს ჯარიმა დაენიშნა, თუმცა, ეს აუცილებლობას არ წარმოადგენდა."
"საერთოდ, არბიტრი ხშირად იყენებდა სასტვენს და მე მას ვუთხარი ამის შესახებ. ზოგადად ეს კარგი არ არის, რადგან თამაშის რიტმს აგდებს." - აცხადებს ჯანი.