მიუნხენის "ბაიერნის" ვეტერანმა ფეხბურთელმა, ჰელგერ ბადშტუბერმა გუნდის ახალწვეული, დაიოტ უპამეკანო გააკრიტიკა.
"ვფიქრობ, დაიოტს გაუჭირდება გუნდის ლიდერი გახდეს და ამისთვის მიზეზებიც არსებობს. ის ზედმეტად მშვიდია."
"გუნდის ლიდერი მუდამ მითითებებს უნდა აძლევდეს ფეხბურთელებს, მათ მუხტავდეს, ამ ყველაფერს კი უპამეკანოში ვერ ვხედავ. ვფიქრობ, ლუკას ერნანდესი უფრო მეტად შეძლებს გუნდის ლიდერობას." - აცხადებს ბადშტუბერი.
შეგახსენებთ, რომ ფრანგი ცენტრალური მცველი "ბაიერნმა" თებერვალში გაიფორმა და ის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე შეუერთდება გუნდს.