მოგეხსენებათ, ანდორასთან გამართული სანაკრებო მატჩის დროს "ბაიერნის" ლიდერმა, რობერტ ლევანდოვსკიმ დაზიანება მიიღო და მინდორი დატოვა.
თავდაპირველი მონაცემებით, პოლონელ ფორვარდს 5-10 დღე უნდა დაესვენა და დაბრუნებულიყო, თუმცა, სამწუხაროდ კლუბის ოფიციალურმა საიტმა უფრო მძიმე მონაცემები გამოაქვეყნა.
წყაროს ცნობით, 32 წლის ფეხბურთელს 4 კვირის განმავლობაში ვეღარ ვიხილავთ მინდორზე. მისი თამაში "პსჟს" წინააღმდეგ ორივე 1/4 ფინალურ მატჩში გამორიცხულია.
ასევე, უცნობია, მოასწრებს თუ არა ლევანდოვსკი 1/2 ფინალურ ეტაპამდე დაბრუნებას. არ არის გამორიცხული, გასვლის შემთხვევაში პოლონელი "ბაიერნს" ვერც ამ ეტაპზე დაეხმაროს.