ცოტა ხნის წინ დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, რობერტ ლევანდოვსკი ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალურ ეტაპზე "პსჟსთან" გასამართ ორივე მატჩს გამოტოვებს.
ამ სიახლის გავრცელებიდან მალევე საბუკმეიკერო კანტორებმა საკუთარი კოეფიციენტები განაახლეს და მათი აზრით, "ბაიერნის" შანსები საგრძნობლად არის შემცირებული.
კერძოდ, თუ თავდაპირველად "ბაიერნის" შემდგომ ეტაპზე გასვლას 1.5 კოეფიციენტით აფასებდნენ, ახლა ის დაახლოებით 20%-ით არის გაზრდილი და 1.75-ს შეადგენს. "პსჟს" კოეფიციენტმა კი 2.6-დან 2.1-მდე დაიწია.
რაც შეეხება ჩემპიონობის კოეფიციენტს, ამ შემთხვევაში "ბაიერნის" შანსები მცირედით შემცირდა და ამჟამად კოეფიციენტი 4.7-ის ნაცვლად 5.0-ს შეადგენს.