ესპანური გამოცემა Defensa Central-ის ინფორმაციით, მადრიდის "რეალის" პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი ახალი "გალაქტიკოს" შენებას იწყებს, რომლის შემადგენლობაშიც "ბაიერნის" ლიდერსაც განიხილავს.
წყაროს ცნობით, "სამეფო კლუბის" რადარზე ამჯერად იოზუა კიმიხი გამოჩნდა, რომელსაც კონტრაქტი 2023 წელს ეწურება.
როგორც ცნობილია, მადრიდელები ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენას 2022 წლისთვის აპირებენ, როდესაც "სანტიაგო ბერნაბეუს" განახლებითი სამუშაოები საბოლოოდ დასრულდება.
თავის მხრივ, "ბაიერნში" კიმიხს ნოიერს შემდგომ კაპიტნად მოიხსენიებენ და ძნელი სავარაუდოა, რომ კლუბი მას იოლად შეელიოს.