მიუნხენის "ბაიერნის" ლიდერმა, იოზუა კიმიხმა "პსჟსთან" მატჩამდე ემოციური ინტერვიუ ჩაწერა.
"რატომ უნდა დავძლიოთ 1/4 ფინალის ბარიერი? იმიტომ, რომ უკეთესი გუნდი ვართ. მჯერა, რომ შემდეგ ეტაპზე გავალთ."
"პირველ წრეში უკეთესი გუნდი ვიყავით, მაგრამ არ გაგვიმართლა და შედეგში არ აისახა ჩვენი უპირატესობა. მაგრამ, კვლავ დარწმუნებული ვარ, რომ ამ თამაშის მობრუნება შეგვიძლია."
"ეს დამოკიდებული იქნება როგორც მენტალობაზე, ასევე ეფექტურობაზე. პირველ წრეში მენტალურად მზად ვიყავით, მაგრამ ეფექტურობა დაგვაკლდა. თუმცა, ამჯერად ორივეს გავიტანთ მინდორზე."
"ყველა ფეხბურთელი უნდა გახდეს ლიდერი, ყველამ უნდა აჩვენოს თავისი ძალა და საკუთარ თავში უნდა იყოს დარწმუნებული და ჩვენ შედეგს მივაღწევთ." - აცხადებს კიმიხი.