ჰანს ფლიკმა ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალიდან გავარდნის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.
"პირველ წრეში ბევრი შანსი გავანიავეთ. მესამე გოლის არ გაშვების შემთხვევაში ახლა შემდეგ ეტაპზე ვიქნებოდით."
"თუმცა, "პსჟმ" ეს დაიმსახურა და ვულოცავ მათ. ჩემს ფეხბურთელებს კი კომპლიმენტები ეკუთვნით. წაგების მიუხედავად მათ კარგი მატჩი ჩაატარეს."
"ლუკასმა და ჟერომმა ბრწყინვალე მატჩი ჩაატარეს. ერნანდესს მცირე პრობლემები ჰქონდა, თუმცა, მაინც ძალიან კარგად ითამაშა."
"მნიშვნელობა არ აქვს როგორ მიდის საქმეები, კარგად თუ ცუდად. ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების დროს უნდა დაფიქრდე." - აცხადებს ფლიკი.