მიუნხენური კლუბის დღევანდელ ვარჯიშზე საკმაოდ უსიამოვნო და ცოტათი საშიში ინციდენტი მოხდა.
ავტორიტეტული გერმანული გამოცემა "Bild" იტყობინება, რომ "ბაიერნის" მესამე გოლკიპერს, რონ-ტორბენ ჰოფმანს, ბურთი სახეში მოხვდა და მოედანზე უგონოდ დაეცა.
19 წლის გერმანელი მოედანზე დაეცა და რამდენიმე წუთი გაუნძრევლად იწვა. სამედიცინო პერსონალი ადგილზე არ იმყოფებოდა, ამიტომ რონ-ტორბენს პირველადი დახმარება თანაგუნდელებმა გაუწიეს.
მანამ, სანამ რაფინია, ფრანკ რიბერი და სვენ ულრაიხი გონებადაკარგულ ჰოფმანს ეხმარებოდნენ, ჟერომ ბოატენგმა შენობაში შეირბინა და კარზე რამდენიმეჯერ დააკაკუნა, რათა სამედიცინო პერსონალისთვის ეხმო.საბოლოოდ, ყველაფერი კარგად დასრულდა და რონ-ტორბერ ჰოფმანი სერიოზულ დაზიანებას გადაურჩა.