მიუნხენის "ბაიერნის" მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ იულიან ნაგელსმანმა პირველი კომენტარი გააკეთა.
"საიდუმლო არ არის, რომ "ბაიერნის" რიგებში მოხვედრა ჩემი დიდი ხნის სურვილი იყო. ეს უდიდესი გამოწვევაა ჩემს კარიერაში."
"მსურს მადლობა გადავუხადო ოლივერ მინცლაფსა და მთელ "ლაიფციგის" ხელმძღვანელობას, რომელმაც იდეალური გამოსავალი იპოვა შექმნილი სიტუაციიდან და მომცა ჩემი სურვილების განხორციელების შანსი."
"ჯერ კიდევ ადრეა დასამშვიდობებელი სიტყვის თქმისთვის, რადგან "ლაიფციგში" ყველაფერი არ დამთავრებულა. მართალია, ჩემი მისია აქ ზაფხულში მთავრდება, მაგრამ, ამ დრომდე ყველაფერს გავაკეთებ კლუბის წარმატებისთვის." - აცხადებს ნაგელსმანი.