ცნობილი ამბავია, რომ "ბაიერნის" კიპერს, ალექს ნუბელს სათამაშო სიმცირის გამო გუნდის დატოვება სურს.
გამოცემა Sky-ს ინფორმაციით, ახალგაზრდა მეკარის დამატებით ფრანგული "ლილი" არის დაინტერესებული.
წყაროს ცნობით, კლუბმა ორწლიანი იჯარა შესთავაზა "რეკორდმაისტერს". თავის მხრივ, გერმანული კლუბიც თანახმაა ნუბელის განათხოვრებაზე.
ამ მომენტისთვის, საბოლოო გადაწყვეტილება არ არის მიღებული, თუმცა, ფეხბურთელის თანხმობის შემთხვევაში, საიჯარო შეთანხმება შედგება.