მიუხედავად იმისა, რომ "ბაიერნის" გოლების მანაქნით "ლონდონის ჩელსი" და "მანჩესტერ სიტი" სერიოზულად იყვნენ დაინტერსებულნი, რობერტ ლევანდოვსკი ამ ზაფხულს "რეკორდმაისტერს" არ დატოვებს.
კლუბში თვლიან, რომ პოლონელის მომდევნო წელს გაშვება უფრო რელური და სწორი გადაწყვეტილება იქნება და სავარაუდოდ ასეც აპირებენ. "ბაიერნი" მომავალ წელს ლევანდოვსკიში დაახლოებით 50 მილიონ ევროს აიღებს, ის ამ დროს 33 წლის იქნება და ასაკის მიუხედავად მიუნხენური კლუბი მაინც შესანიშნავ სარგებელს ნახავს ფეხბურთელით.
ერთადერთი კლუბი საითაც ლევანდოვსკიმ შესაძლოა გაიწიოს არის "მადრიდის რეალი". სამეფო კლუბი ყოველთვის პოლონელის საოცნებო გუნდი იყო, მაგრამ ჯერ გასარკვევია აქვთ თუ არა ფეხბურთელისადმი რაიმე ინტერესი ფლორენტინო პერესსა და მის კლუბს.