მიუხენის "ბაიერნი" პრე-სეზონზე მორიგ ამხანაგურ მატჩს გამართავს იტალიურ "ნაპოლთან".
იულიან ნაგელსმანმა განაცხადა, რომ მატჩში მონაწილეობას ის ფეხბურთელები მიიღებენ, რომლებიც სრულად ჯანმრთელნი არიან და ფორმაშიც ხვდებიან შეხვედრას.
აღსანიშნავია, რომ სულემ ტრამვა მიიღო დღეს ვარჯიშზე და ხვალინდელ მატჩს გამოტოვებს.
მატჩს 10 000 მაყურებელი დაესწრება ალიანს არენაზე. დაშვებული 20 000 ადამიანი იყო, თუმცა გაყიდვები 10 000-ზე შეჩერდა, ჰიგენური წესებისა და კოვიდ რეგულაციების დაცვის მიზნით.