დღეს, გერმანიის სუპერთასის ფინალში ერთმანეთს დორტმუნდის ბორუსია და მიუნხენის ბაიერნი დაუპირისპირდნენ.
შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით 1:3 დასრულდა.
ბავარიელები ლევანდოვსკიმ 41-ე წუთზე დააწინაურა (ვიდეო)
მეორე ტაიმი განახლებიდან 5 წუთში, მიულერმა სხვაობა ორამდე გაზარდა (ვიდეო)
64-ე წუთზე, მარკო როისმა სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა - 1:2
შეხვედრას საბოლოო წერტილი რობერტ ლევანდოვსკიმ დაუსვა, რომელმაც აკანჯის მიუტევებელი შეცდომით ისარგებლა (ვიდეო)
საბოლოოდ, ბაიერნი გერმანიის სუპერთასის გამარჯვებული ისტორიაში მეცხრედ გახდა, იხილეთ თასის აწევის კადრები: