რობენი პეპი საუკეთესო მწვრთნელია

რობენი პეპი საუკეთესო მწვრთნელია

გთავაზობთ არიენ რობენის ინტერვიუს, სადაც ის საუბრობს "ბაიერნში" კარიერის დასრულებაზე, პეპ გვარდიოლაზე, იურგენ კლოპსა და 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე...

"ბაიერნის" დატოვებაზე:

"ასეთი არაჩვეულებრივი კლუბის დატოვება 10 წლის შემდეგ დიდი და რთული გადაწყვეტილება იყო. თავი უკეთ ვიგრძენი, როცა ეს გადაწყვეტილება მივიღე და განვაცხადე ამის შესახებ საჯაროდ.

ფეხბურთში ყოველთვის არსებობს შემდეგი თამაში. თქვენ იმარჯვებთ და მარცხდებით ან იგებთ ტროფეის - ეს უკვე წარსულია. ყოველთვის იქნება შემდეგი სეზონი, ახალი თამაშები. ყოველთვის უნდა იყო მზად და არასოდეს - საკმაოდ კმაყოფილი."

პეპ გვარდიოლაზე:

პეპი საუკეთესო მწვრთნელია. მე ვიყავი 29-ის, როცა ის მოვიდა. ნორმალურია, თუ იტყვით, რომ 29 წლის ასაკში ფეხბურთში უკვე შეუძლებელია სრულყოფილების მიღწევა. მაგრამ მასთან მე ვაგრძელებდი განვითარებას, როგორც ფეხბურთელი, ვდგამდი პატარა ნაბიჯებს და ვუმჯობესდებოდი კიდეც. ის განსაკუთრებული ადამიანია ტაქტიკის მხრივ, ასევე, განსაკუთრებულია მისი მეთოდები, რომლითაც ჩვენი თამაშის გაუმჯობესებას ცდილობდა. მას ცხოვრების საინტერესო წესი აქვს, სუნთაქვს ფეხბურთით დღეში 24 საათის განმავლობაში. მე პეპის დიდი გულშემატკივარი ვარ, როგორც შემტევ ფეხბურთელს, მინდა ვითამაშო ფეხბურთი. მაგრამ, რა თქმა უნდა, მე, ასევე, ვიწყებდი ფიქრს როგორც მწვრთნელი, რომელმაც უნდა შეაფასოს შესაძლებლობები თავისი მოთამაშეებისა თუ გუნდისა, რომელიც ჰყავს და უნდა იფიქროს იმაზე, თუ რა იქნება მისთვის საუკეთესო."

იურგენ კლოპზე:

"იურგენ კლოპთან უნდა იმუშავო, რათა შეძლო მასზე რამის თქმა. რა თქმა უნდა, თქვენ ხედავთ, როგორი ვნებით ეკიდება ის თამაშს. იურგენი ვითარდებოდა დორტმუნდში, ახლა ამას აკეთებს ლივერპულში."

2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ მარცხზე:

"ყოველთვის შეიძლება ვთქვათ: "რა იქნებოდა, რომ...", მაგრამ ყველაფერი უკვე ხდება ისე, როგორც ხდება, თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, რას იზამთ წამის მეასედში და ვერასოდეს გაიგებთ, რა იქნება მერე. თამაშის დასრულებამდე ნახევარი საათი რჩებოდა, ესპანეთს კიდევ შეეძლო გოლის გატანა და შეტევა."

ხალხზე:

"ის, თუ როგორ ადამიანად მხედავს ხალხი, ხანდახან მაიძულებს, რომ ვიამაყო მეტად, ვიდრე ვჩანვარ ფეხბურთელის როლში. საბედნიეროდ, მათ მოეწონათ ეს, მეტი არაფრის გაკეთება შემიძლია. ეს ის არის, ვინც ვარ მე."


18-02-2019, 18:48
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 39 7 32 0
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 12 2 10 0
3
ლეროი სანე
გოლი: 9 1 8 0
4
მატის ტელი
გოლი: 8 2 5 1
5
კინგსლი კომანი
გოლი: 5 2 3 0
1
ლეროი სანე
ასისტი: 12 1 11 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 10 3 7 0
3
ტომას მიულერი
ასისტი: 8 1 7 0
4
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 2 6 1
5
ლეონ გორეცკა
ასისტი: 8 1 6 1
1
ლეონ გორეცკა
5 0 2 3 0
2
ლეროი სანე
5 0 1 4 0
3
დე ლიხტი
5 0 0 5 0
4
ალექსანდარ პავლოვიჩი
5 0 0 5 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 2 1 3 0