ბაიერნის მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმა გუნდის ნახევარმცველზე ლეონ გორეცკაზე და მის შესაძლო წასვლაზე ისაუბრა:
'გორეცკა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. ბედნიერი ვიქნები, თუ მასთან წლების განმავლობაში მუშაობის საშუალება მომეცემა. მას ძალიან ვაფასებ, რადგან მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო ნახევარმცველია.
ნებისმიერი მწვრთნელი ისურვებდა თავის გუნდში მსგავსი ფეხბურთელის ხილვას', - განაცხადა ნაგელსმანმა.
შეგახსენებთ, გორეცკას მიუნხენურ კლუბთან კონტრაქტის ვადა მომავალ ზაფხულს ეწურება, 26 წლის ფეხბურთელის დამატებით რეალ მადრიდი და მანჩესტერ იუნაიტედი არიან დაინტერესებულები.