ბაიერნის თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ ბარსელონასთან მოგებულ მატჩზე ისაუბრა:
'ბარსელონაში მოსაგებად ჩამოვედით და ვიცოდით, რომ მეტოქისადმი პატივისცემა უნდა გამოგვევლინა - როცა ნოუ კამპზე თამაშობ, შენი მოწინააღმდეგე ყოველთის საშიშია. თუმცა, თამაშს ჩვენ ვაკონტროლებით და დავამტკიცეთ, რომ აქ 3 ქულის ასაღებად ვიყავით.
შესაძლოა, ხალხს გონია, რომ ჩემი პირველი გოლი მარტივი გასატანი იყო, მაგრამ ასე არ არის', - განუცხადა პოლონელმა თავდამსხმელმა ბაიერნის ვებგვერდს.
შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის E ჯგუფში, ბარსელონამ ბაიერნი 0:3 დაამარცხა და ჯგუფში გალიდერდა.