ბოხუმთან მოგებული (7:0) გამარჯვების შემდეგ, ბაიერნის თავკაცი იულიან ნაგელსმანი ჟურნალისტებს ესაუბრა და ჩატარებული მატჩი შეაფასა:
'ცხადია, შედეგით და ნაჩვენები თამაშით კმაყოფილი ვარ. საწყის ათ წუთში გარკვეული პრობლემები გვქონდა, თუმცა მოგვიანებით თამაშზე კონტროლი მოვიპოვეთ. ვფიქრობ, რომ გადამწყვეტ მომენტებში, პასების უკეთ შესრულებაც შეგვეძლო', - განაცხადა ნაგელსმანმა.
ბაიერნი 7:0 ბოხუმი (მიმოხილვა);
ბაიერნი 7:0 ბოხუმი (ფეხბურთელთა შეფასებები);
ბოხუმთან მატჩსი ლევანდოვსკიმ რეკორდი დაამყარა