მოგეხსენებათ, ცოტა ხნის წინ, გერმანიის ახალგაზრდული ნაკრების აწ უკვე ყოფილი მთავარი მწვრთნელი შტეფან კუნცი თურქეთის ნაკრების დამრიგებლად დანიშნეს.
ცხადია, გერმანელები კუნცის შემცვლელს აქტიურად ეძებენ, როგორც ცნობილი ადგილობრივი გამოცემა kicker-ი ირწმუნება, მთავარი კანდიდატი ლეგენდარული ფეხბურთელი მიროსლავ კლოზეა:
'შტეფან კუნცის წასვლის შემდეგ, მიროსლავ კლოზე გერმანიის 21-წლამდე ნაკრების მწვრთნელობის პოსტზე მთავარი კანდიდატია. თუმცა თავად ფეხბურთელი, საქმიანობას საკლუბო ფეხბურთში ამჯობინებს', - წერს გამოცემა.
კლოზემ ბაიერნში ყოფნისას 150 მატჩის ჩატარება მოასწრო, სადაც თავი 53 გოლითა და 27 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.