ხვალ, გერმანიის ბუნდესლიგის მე-6 ტურის შეხვედრაში, ბაიერნი სტუმრად გროიტერ ფიურტის დაუპირისპირდება.
მატჩამდე ერთი დღით ადრე, გერმანული გამოცემა kicker-ი მიუნხენელთა სავარაუდო სასტარტო თერთმეტეულს გვთავაზობს:
ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - პავარი, უპამეკანო, ზულე, დევისი - კიმიხი, გორეცკა - გნაბრი, მიულერი, სანე - ლევანდოვსკი
შეგახსენებთ, აღნიშნული შეხვედრა, 22:30 საათზე დაიწყება.