"აღარ მინდა ბაიერნში ყოფნა.." - გერმანული პრესა ზულეს სკანდალურ მიმოწერას აქვეყნებს

"აღარ მინდა ბაიერნში ყოფნა.." - გერმანული პრესა ზულეს სკანდალურ მიმოწერას აქვეყნებს

გერმანული გამოცემა Der Spiegel-ი შოკისმომგვრელ WhatsApp-ის მიმოწერას არვცელებს, რომელიც ბაიერნის მცველ ნიკოლას ზულეს ეხელება.

საუბარია 2018/19 წლების სეზონზე, როცა ზულე მისივე აგენტს მურატ კოკურლუსს დაუკავშირდა და ინგლისში თამაშის სურვილის შესახებ ამცნო.

ამ პერიოდში, ზულეს მკაცრად ჰქონდა გადაწყვეტილი ბაიერნის დატოვება, მას კარიერის გაგრძელება პრემიერ ლიგაში სურდა, თუმცა დალაგებული გეგმები ისე არ წარიმართა, როგორც ამას თავად ფეხბურთელი მოელოდა:

12 ნოემბერი, 2018 წელი:
ზულე: შეამოწმე ინგლისის შემოთავაზებები თუ ვინმეს ჩემი იქ ყოფნა სურს. დიდი კლუბებიდან ვინმე თუ დაინტერესდება, შემატყობინე - არსენალი, ლივერპული, ჩელსი, მაგრამ სასურველია მანჩესტერ იუნაიტედი - ეს ძალიან კარგი იქნებოდა..

13 ნოემბერი, 2018 წელი:
აგენტი: მე მქონდა გარკვეული კონტაქტი მანჩესტერ იუნაიტედთან და ჩელსისთან, ისინი შენით დაინტერესებულნი არიან.

29 ნოემბერი, 2018 წელი: 
ზულე: მადლობა მურატ, შესანიშნავი იქნება. (აგენტმა უკვე მოაწყო შეხვედრა მანჩესტერ იუნაიტედთან).

4 ოქტომბერი, 2019 წელი: (ტოტენჰემი 2-7 ბაიერნიდან 3 დღის შემდეგ)
ზულე: იცნობ ვინმეს ტოტენჰემიდან? მინდა იქ თამაში, ასეთ დიდ კლუბში წასვლა. ლონდინი დიდი ქალაქია, სატდიონი და გულშემატკივრები სასტიკები არიან, კონტაქტები გაქვთ და შეგიძლიათ მითხრათ როგორ იქნება საქმე? შემდეგ ზაფხულში ინგლისში წასვლა გადაწყვეტილი მაქვს, აღარ მინდა აქ (ბაიერნში) ყოფნა.

აგენტი: მაშინ მე ამას გავაკეთებ.

რამდენიმე კვირის შემდეგ, მიმოწერა ჩერდება - როდესაც ზულე ჯვარედინ იოგებს დაიზიანებს, ამის შემდეგ ვოცაპზე მონაწერები აღარ ყოფილა.

შეგახსენებთ, მურატ კოკურლუსა და კარლ ჰაინც ფორსტერს შორის (ზულეს ცნობილი აგენტი) დავა მიმდინარებს, ეს უკანასკნელი მურატს აგენტობის მოტყუებაში ადანაშაულებს.


24-09-2021, 18:22
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 40 7 33 0
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 12 2 10 0
3
ლეროი სანე
გოლი: 9 1 8 0
4
მატის ტელი
გოლი: 9 2 6 1
5
თომას მიულერი
გოლი: 7 1 5 1
1
ლეროი სანე
ასისტი: 12 1 11 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 11 3 8 0
3
ტომას მიულერი
ასისტი: 8 1 7 0
4
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 2 6 1
5
ლეონ გორეცკა
ასისტი: 9 1 7 1
1
ლეონ გორეცკა
5 0 2 3 0
2
ლეროი სანე
5 0 1 4 0
3
დე ლიხტი
5 0 0 5 0
4
ალექსანდარ პავლოვიჩი
5 0 0 5 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 2 1 3 0