თუ ჰოლანდიურ და გერმანულ გამოცემებს დავუჯერებთ, ბაიერნი აიაქსის ვინგერის, ენტონის გადაბირებით არის დაინტერესებული.
ამ მომენტისთვის, ბაიერნი ერთ-ერთი მთავარი კლუბია, რომელიც აიაქსის ვინგერით, ენტონით დაინტერესდა. წინასწარი ინფორმაციით, აიაქსი ბრაზილიელ ფეხბურთელის სანაცვლოდ მინიმუმ 40 მილიონ ევროს ელოდება, თუმცა სატრანსფერო ღირებულება ფეხბურთელის მიმდინარე სეზონში ნაჩვენები შედეგების მიხედვით, შესაძლოა გაიზარდოს.
მიმდინარე სეზონში, ენტონიმ აიაქსის მაისურით 6 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც თავი 2 გოლითა და 2 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.
21 წლის შემტევს ჰოლანდიურ კლუბთან კონტრაქტი 2025-წლამდე აკავშირებს.