ცოტა ხნის წინ დასრულდა ჩემპიონთა ლიგის მატჩში, სადაც ბაიერნმა დინამოს კიევს უმასპინძლა და მეტოქე 5:0 გაანადგურა. აღნიშნულ შეხვედრაში ბაიერნის პოლონელმა ფორვარდმა ახალი რეკორდი დაამყარა.
ლევანდოვსკი ერთადერთი ფეხბურთელია ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, რომელმაც ზედიზედ 18 მატჩში მოგება მოახერხა. პოლონელმა ფეხბურთელმა მანუელ ნოიერის (17) რეკორდი გააუმჯობესა.