გუშინ, ჩემპიონთა ლიგაზე დინამო კიევის დამარცხების შემდეგ, ლეროი სანემ ჟურნალისტებთან ისაუბრა და ის ფაქტი გაიხსენა, როცა რამდენიმე კვირის წინ, ცუდი თამაშის გამო, ბაიერნის ქომაგები მას უსტვენდნენ:
'ეს არავისთვის არ არის კარგი, არ აქვს მნიშვნელობა რომელი სპორტის სახეობა იქნება. მესმის, რომ კარგად ვერვთამაშობდი, მაგრამ ეს უკვე წარსულში დავტოვე.
ვიცოდი, ყველაფერი რთულად იქნებოდა და ზეწოლაც დიდი იყო. ვცდილობ სიმშვიდე შევინარჩუნო და მოედანზე ზუსტად ვიმოქმედო. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, ყველაფერი გამოსწორდა', - თქვა სანემ.
შეგახსენებთ, გერმანელი ფეხბურთელი გუშინდელი შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.