2 ვარიანტი: ვინ იქნება ბაიერნის მთავარი მეგოლე ლევანდოვსკის წასვლის შემთხვევაში?

2 ვარიანტი: ვინ იქნება ბაიერნის მთავარი მეგოლე ლევანდოვსკის წასვლის შემთხვევაში?

გამორიცხული არ არის, რომ ლევანდოვსკიმ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ბაიერნი დატოვოს.სწორედ ამიტომ, გერმანული კლუბი სამომავლოდ თავდამსხმელის დამატებაზე მუშაობს. 

როგორც გერმანული გამოცემები იტყობინებიან, ბაიერნის ხელმძღვანელობა ტიმო ვერნერის გადაბირებას შეეცდება, მეორე ვარიანტი დორტმუნდის ბორუსიას ფორვარდი ერლინგ ჰოლანდია, თუმცა აქ საქმე უფრო რთულადაა, ვინაიდან და რადგანაც ნორვეგიელი ფეხბურთელის გადაბირებაში ფავორიტად მადრიდის რეალი მიიჩნევა.

გარდა ამისა, რეკორდმაისტერის ამჟამინდელ მთავარ მწვრთნელს, იულიან ნაგელსმანს და ტიმო ვერნერს ერთმანეთთან მუშაობის გამოცდილება აკავშირებთ - სულ ცოტა ხნის წინ, ორივე ლაიპციგში მუშაობდა. თუ იგივე წყაროებს დავუჯერებთ, ნაგელსმას საკუთარ გუნდში ტიმო ვერნერის ხილვა სურს, რამეთუ სჯერა, რომ გერმანელი ფორვარდი ძველებურ ფორმას დაიბრუნებს და ბაიერნისთვის პროდუქტიული გახდება.

შეგახსენებთ, წინა სეზონში ვერნერმა ყველა ტურნირზე ჯამში 52 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც თავი 12 გოლით და 15 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.


7-10-2021, 00:06
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 39 7 32 0
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 12 2 10 0
3
ლეროი სანე
გოლი: 9 1 8 0
4
მატის ტელი
გოლი: 8 2 5 1
5
კინგსლი კომანი
გოლი: 5 2 3 0
1
ლეროი სანე
ასისტი: 12 1 11 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 10 3 7 0
3
ტომას მიულერი
ასისტი: 8 1 7 0
4
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 2 6 1
5
ლეონ გორეცკა
ასისტი: 8 1 6 1
1
ლეონ გორეცკა
5 0 2 3 0
2
ლეროი სანე
5 0 1 4 0
3
დე ლიხტი
5 0 0 5 0
4
ალექსანდარ პავლოვიჩი
5 0 0 5 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 2 1 3 0