რამდენიკე კვირის წინ, მესის პარიზულ გუნდში ტრანსფერს ბაიერნის შემტევი ტომას მიულერიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ისეთი ლეგენდარული ფეხბურთელების ერთად ხილვა, როგორებიც მესი და რონალდო არიან გაუხარდებოდა.
'გული დამწყდა, რომ ისინი ერთად მოედანზე ვერ ვიხილეთ. პირადად მე, ვისურვებდი იმის ხილვას, თუ როგორ თამაშობს კრიშტიანო და მესი ერთად პსჟ-ში' - თქვა მიულერმა.
შეგახსენებთ, ამ ზაფხულს არგენტინელი სუპერვარსკვლავი ბარსელონადან პარი სენ ჟერმენში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა, ხოლო რონალდო იუვენტუსიდან მანჩესტერ იუნაიტედში.