მიუნხენის ბაიერნის ყოფილმა ცენტრალურმა ფორვარდმა, სანდრო ვაგნერმა ოქროს ბურთის მოახლოებულ დაჯილდოებაზე ისაუბრა და ფეხბურთის გულშემატკივრებისთის მოულოდნელი გამარჯვებული ივარაუდა:
'მესი ოქროს ბურთის მოგებას არ იმსახურებს. ჩემთვის ჯილდოს მოგების აშკარა ფავორიტი კიელინია. შემდეგ ლევანდოვსკი მოდის. მესის ნული პროცენტი აქვს' - განაცხადა გერმანელმა.
შეგახსენებთ, სანდრო ვაგნერი ბაიერნის ღირსებას 2007-08 წლებში იცავდა, მოგვიანებით კარიერის დასასრულს, ის კვლავ დაბრუნდა ბაიერნში და 2018-19 წლების სეზონი გერმანულ კლუბში გაატარა.