მიუნხენის ბაიერნის ოფიციალურმა საიტმა დაადასტურა, რომ გუნდის მთავარ მწვრთნელს, იულიან ნაგელსმანს კორონავირუსი დაუდასტურდა.
მიუხედავად იმისა, რომ რეკორდმაისტერის დამრიგებელი სრულად ვაქცინირებული არის, 34-წლის სპეციალისტის ტესტმა მაინც დადებითი პასუხი აჩვენა.
ნაგელსმანი გერმანიაში დაბრუნდება და გუნდისგან განცალკევებით, თვითიზოლაციაში 2 კვირას გაატარებს.
მოგვიანებით, მას კიდევ ერთი ტესტი ჩაუტარდება და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, გუნდთან ერთად გააგრძელებს მუშაობას.