მიუნხენის "ბაიერნის" გენერალურმა დირექტორმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ, "ფენერბაჰჩესთან" დღევანდელი მატჩის შესვენების დროს გერმანულ ტელეარხ "ZDF-თან" მოკლე ინტერვიუ ჩაწერა.
"რეკორდმაისტერის" ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა კლუბის სატრანსფერო გეგმებსა და მთავარ საკითხზე ისაუბრა.
"ლეროი სანე? "მანჩესტერ სიტისთან" კარგი ურთიერთობები გვაქვს. იქ ჩვენი ყოფილი მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლაა და მინდა, რომ ეს ყველას შევახსენო.
ახლა ტრანსფერებზე ვმუშაობთ, მაგრამ უნდა მოვითმინოთ და ვნახოთ რა მოხდება საბოლოოდ", - განმარტა კალემ.
მიუნხენური გრანდი "მანჩესტერ სიტის" გერმანელი გარემარბის, ლეროი სანეს, ტრანსფერზე აქტიურად მუშაობს და ინგლისურ კლუბს 90 მილიონი ევრო უკვე შესთავაზა.