ბაიერნის გადაწყვეტილებით, კლუბის იმ ფეხბურთელებს, რომლებსაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა არ გაუკეთებათ, ხელფასები დაექვითათ.
როგორც გერმანული გამოცემა Bild-ი იტყობინება, ერიკ მაქსიმ ჩუპო-მოტინგი, მიკაელ კიუიზანსი, სერჟ გნაბრი. ჯამალ მუსიალა და იოზუა კიმიხი მიუნხენური გრანდის ბოსებმა შეხვედრაზე დაიბარეს.
კლუბის ხელმძღვანელობამ აღნიშნულ ფეხბურთელებს განუმარტა, რომ კარანტინში გატარებული პერიოდის გამო, ბაიერნი მათ ხელფასის ნაწილს არ გადაუხიდის.
იგივე წყარო ირწმუნება, რომ ამ გადაწყვეტილების გამო, კიმიხმა შესაძლოა 768 ათასი ევრო იზარალოს.
ასევე: 5 არავაქცინირებული მოთამაშიდან 3 ვაქცინის გაკეთებაზე სერიოზულად დაფიქრდა | Bild