რომას ლეგენდარულმა ყოფილმა თავდამსხმელმა, ფრანჩესკო ტოტიმ ოქროს ბურთის მოახლოებული დაჯილდოების წინ, ჟურნალისტებს საკუთარი ფავორიტის ვინაობა გაუმხილა:
'ოქროს ბურთის მესისთვის და რონალდოსთვის გადაცემას მივეჩვიეთ, მაგრამ წელს ამ ჯილდოს ლევნადოვსკის მივცემდი', - თქვა ტოტიმ.
ბოლო მონაცემებით, ბუკმეიკერთა სამი მთავარი ფავორიტი აღნიშნული დაჯილდოების წინ, რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი), ლიონელ მესი (პსჟ) და ჟორჟინიო (ჩელსი) არიან.