ზიეხმა დაადასტურა რომ ბაიერნი მისით ინტერესდებოდა

ზიეხმა დაადასტურა რომ ბაიერნი მისით ინტერესდებოდა

ამსტერდამის "აიაქსის" შემტევმა ნახევარმცველმა და ერთ-ერთმა ლიდერმა, ჰაკიმ ზიეხმა, მიუნხენური კლუბის ინტერესზე საჯაროდ ისაუბრა.

"დიახ, "ბაიერნში" გადასვლა შესაძლებელი იყო. შემეძლო მომეთმინა, მაგრამ ჩემთვის და "აიაქსისთვის" მნიშვნელოვანი იყო, რომ ყველაფერი მალე გარკვეულიყო.

ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ტრანსფერი ჩემი წმინდა პრიორიტეტი არ ყოფილა", - განმარტა 26 წლის მაროკოელმა.

ჰაკიმ ზიეხს გასულ წელს "აიაქსთან" ერთად შესანიშნავი სეზონი ჰქონდა - 49 თამაშში 21 გოლი გაიტანა და 24 საგოლე გადაცემა გააკეთა.

"ბაიერნი" ზიეხს ამ ზაფხულს აკვირდებოდა, მაგრამ ჰაკიმმა გასულ კვირას ჰოლანდიურ კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა და მიუნხენურ გრანდს საბოლოოდ უთხრა უარი.


12-08-2019, 15:41
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 39 7 32 0
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 12 2 10 0
3
ლეროი სანე
გოლი: 9 1 8 0
4
მატის ტელი
გოლი: 8 2 5 1
5
კინგსლი კომანი
გოლი: 5 2 3 0
1
ლეროი სანე
ასისტი: 12 1 11 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 10 3 7 0
3
ტომას მიულერი
ასისტი: 8 1 7 0
4
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 2 6 1
5
ლეონ გორეცკა
ასისტი: 8 1 6 1
1
ლეონ გორეცკა
5 0 2 3 0
2
ლეროი სანე
5 0 1 4 0
3
დე ლიხტი
5 0 0 5 0
4
ალექსანდარ პავლოვიჩი
5 0 0 5 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 2 1 3 0