როგორც უკვე მოგახსენეთ, გაორმაგებული ხელფასით - კომანმა ბაიერნთან არსებული კონტრაქტი 2027 წლამდე გაახანგრძლივა.
კონტრაქტის ხელახლა გაფორმების შემდეგ, ფრანგმა ვინგერმა კლუბის პრესსამსახურთან პირველი კომენტარი გააკეთა:
'მე და ჩემი ოჯახი აქ თავს ძალიან კარგად ვგრძნობთ. გარკვეული დრო მჭირდებოდა იმის დასანახად, თუ რა მინდოდა რეალურად, მაგრამ საბოლოოდ არჩევანი ბაიერნზე შევაჩერე, რადგან ვიცით, რომ ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი.
ჩვენ მსოფლიოს საუკეთესო გუნდებიდან ერთ-ერთი ვართ და აქ ყოფნით ბედნიერი ვარ', - განაცხადა კომანმა.